ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა, თემურ კეჟერაძემ თანამდებობა დატოვა - ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს.
"გადავიღალე, ასაკში ვარ და რავიცი ჯანმრთელობის პრობლემებიც მაქვს. სხვა არაფერს უკავშირდება ეს გადაწყვეტილება" - უთხრა გამოცემას თემურ კეჟერაძემ.
ცნობისთვის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი, 9 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 5-ვე პირს გამოძიება, 3 დეკემბერს უნივერსიტეტის შენობაში მიმდინარე აქციის დროს, ამავე უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის ცემას ედავება, რომელმაც მათ რექტორის კაბინეტთან საპროტესტო ბანერის გაკვრის უფლება არ მისცა.