საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი (802.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით ნაკლებია 2023 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ოქტობერ-ნოემბრის მსგავსად, დეკემბერშიც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 19.38%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა - 55.32 მილიონი დოლარი, რაც 18.44%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (17.84%), საიდანაც გასულ თვეში 50.91 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 1.38%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (10.95%) 31.25 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2023 წლის დეკემბერთან შედარებით 55.82%-იანი კლებაა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- აშშ - $55.32 მლნ;
- იტალია - $50.91 მლნ;
- რუსეთის ფედერაცია - $31.25 მლნ;
- საბერძნეთი - $23.89 მლნ;
- გერმანია - $23.47 მლნ;
- ისრაელი - $23.27 მლნ;
- თურქეთი - $9.13 მლნ;
- ყაზახეთი - $7.37 მლნ;
- ყირგიზეთი - $6.8 მლნ;
- ესპანეთი - $6.56 მლნ;
- ირლანდია - $5.86 მლნ;
- საფრანგეთი - $5.35 მლნ;
- აზერბაიჯანი - $3.89 მლნ;
- გაერთიანებული სამეფო - $3.88 მლნ;
- პოლონეთი - $2.55 მლნ;
მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული.
სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია.
მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრები.