ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

"პენიტენციურს დედის დაკრძალვაზე დასწრების მოთხოვნით მივმართეთ" - ახობაძის ადვოკატი

აქციაზე დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის თქმით, განცხადებმა შეიტანა იმის თაობაზე, რომ ახობაძეს მისცენ უფლება დაესწროს დედის დაკრძალვას.

"გიორგის [ახობაძის] ინტერების დამცავი ადვოკატები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გიორგი გამოემშვიდობოს დედამის, რაც ნამდვილად არის მისი უფლება და ჯერ კიდევ იმედს ვიტოვებთ, რომ ერთის მხრივ პროკურატურა და მეორეს მხრივ პენიტენციური დაწესებულება მოგვცემს ამის შესაძლებლობას.

მე დღეს ვიყავი პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც შევიტანე შესაბამისი განცხადება, დედის დაკრძალვაზე გიორგი ახობაძის დასწრების მოთხოვნის. შესაბამისად, წარვადგინეთ ყველა საჭირო ცნობა, სამართლებრივ ჭრილში. ახლა ჯერი პროკურატურაზეა, რომელმაც თანხმობა უნდა გასცეს გიორგი ახობაძის ეტაპირებასთან დაკავშირებით და მეორეს შემდეგ ჯერი არის პენიტენციურ დაწესებულებაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დაკრძალვის დღეს გიორგის ეტაპირება, ბადრაგირება, შესაბამის ტერიტორიაზე, სადაც ის შეძლებს ბოლო წუთები დედასთან გაატაროს და საკუთარ მშობელს გამოემშვიდობოს". - თქვა ცუცქირიძემ TV პირველის ეთერში.

გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი პოლიციამ დააკავა.

ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები