აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში ტერაქტის მზადების ბრალდებით საქართველოს და აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავეს

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამუშაოების შედეგად აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქე, აგილ ასლანოვი და აზერბაიჯანის მოქალაქე, ჯეიხუნ ისმაილოვი ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს

ასლანოვსა და ისმაილოვს აზერბაიჯანში ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის წევრის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვა ედება ბრალად. 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ნარკოტიკების გადატანით დაკავებული აგილ ასლანოვი 2024 წლის სექტემბერში დაუსახელებელი მესამე ქვეყნის სპეცსამსახურს შეხვდა, რომელმაც 200 000 დოლარის სანაცვლოდ ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის წევრის მკვლელობა დაავალა და მის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

როგორც მედია უწყება, სპეცსამსახურმა ასლანოვს თავდაპირველად დაავალა, რომ მსხვერპლსა და მის სამუშაო ადგილზე აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაცია მოეპოვებინა და მათთვის გადაეცა, რისთვისაც მას 2 000 დოლარი გადაუხადეს.

შემდგომ, მედიის ინფორმაციით, ასლანოვმა ჯეიხუნ ისმაილოვს ფულის სანაცვლოდ საქმეში ჩართვა შესთავაზა, მსხვერპლზე ინფორმაცია მასთან ერთად შეაგროვა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს გაუგზავნა.

კომენტარები