ინგლისელ მწერალ ნილ გეიმანს რვა ქალი სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს.
New York Magazine-ის ჟურნალისტის, ლაილა შაპიროს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი 8 ქალს გაესაუბრა, რომლებმაც აქამდე მათ გამოცდილებებზე ერთ-ერთ პოდკასტში ანონიმურად ისაუბრეს.
ცნობისთვის, ინგლისელ ფენტეზი მწერალს აქამდე ორი ქალი სდებდა ბრალს სექსუალურ ძალადობაში.
მათგან ერთ-ერთი, 23 წლის სკარლეტ პავლოვიჩი აქამდე ამბობდა, რომ 2022 წელს გეიმანთან ძიძად მუშაობდა - ბრალმდებლის თქმით მწერალი აბაზანაში თავს დაესხა და სექსუალურად იძალადა.
მეორე ქალი, რომელსაც მწერალთან 2005 წელს, 20 წლის ასაკში ჰქონდა ურთიერთობა, ამბობს, რომ ხშირად "უხეში და მტკიცნეული" სექსი ჰქონდათ, რომელიც რიგ შემთხვევებში ქალს "არ უნდოდა და არ მოსწონდა".
გამოცემა New York Magazine-ის სტატიაში, 22 წლის კეტრინ კენდალი ამბობს, რომ ის გეიმანს პირველად 2012 წელს შეხვდა - მისივე თქმით, მწერალმა მასზე სექსუალურად იძალადა მას შემდეგ, რაც კეტრინმა გეიმანს "უარი უთხრა სექსზე".
New York Magazine-ის ინფორმაციით, წლების შემდეგ გეიმანმა 22 წლის გოგოს $60 000 გადასცა "ზიანის ასანაზღაურებლად".