რუსეთის სახელმწიფო კომპანია Gazprom კომპანიის სათავო ოფისში მომუშავე თანამშრომლების 40%-ის გათავისუფლებას გეგმავს. შემცირების შესახებ ინფორმაცია მედიას კომპანიის პრესსპიკერმა დაუდასტურა.
რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, 23 დეკემბერს კომპანიის დირექტორთა საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა, ელენა ილიუხინამ ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს გაუგზავნა წერილი, Gazprom-ის ცენტრალურ ოფისში კადრების დაახლოებით 40%-ით, 4 100-დან 2 500-მდე შემცირებასთან დაკავშირებით.
ამასთან, წერილში აღნიშნულია ისიც, რომ კომპანიის ამ განყოფილების ხელფასების ბიუჯეტი 50 მილიარდ რუბლს ($488 მილიონს) აღწევდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიაში შემცირებების შესახებ ინფორმაცია უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებიდან ორი კვირის შემდეგ გავრცელდა.
კომპანიის მონაცემებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, Gazprom-მა 2023 წელს 1999 წლის შემდეგ პირველად, წელი $7-მილიარდიანი ზარალით დაასრულა.




![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)
