დროას ცნობით, ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულია შუშანა მაცაბერიძე, ელიზბარ ჩხიკვაძე, გიორგი კირთაძე, ელენე ხოშტარია, ლუკა ნაცვლიშვილი, და გიორგი კაკალაძე.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის, ირაკლი დგებუაძის განცხადებით, დაკავებულია 8 ადამიანი 166-ე 173-ე მუხლებით.
პარტია დროას ინფორმაციით, ყველა დაკავებულის ადგილსამყოფელი ცნობილია, ელენე ხოშტარიას გარდა. მათი ნაწილი ფოთში იმყოფება, ნაწილი ბათუმში.