მედიაომბდუსმენი "ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაკავების მომენტში მისი უფლებების დარღვევების ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდებს.
მედიაომბუდსმენი ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის კანონის შესაბამისად დასჯას მოითხოვს და შსს-ს ბათუმში ძალადობის შეწყვეტისა და დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში წერია, რომ ამაღლობელი თავდაპირველად 9 სხვა აქტივისტთან ერთად პლაკატის გაკვრისთვის უკანონოდ დააკავეს, რომელზეც "იფიცება საქარველო" ეწერა. მედიაომბდუსმენი ასევე აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდგომ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო აკრიტიკებენ, თავად ამაღლობელი კი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოტივით დააკავეს.
მედიამობდუსმენი წერს, რომ ამაღლობელის დაკავებისას უფლებების დარღვევების გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვალდებულებას წარმოადგენს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია შეისწავლოს დაკავების პროცესში მზია ამაღლობელის უფლებების დარღვევის ფაქტები.
2024 წლის 11 იანვარს, გვიან საღამოს, ბათუმში, აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ უკანონოდ დააკავეს მზია ამაღლობელი, შპს "გაზეთი ბათუმელების" დამფუძნებელი და დირექტორი, თავდაპირველად, პლაკატის გაკვრისთვის წარწერით "იფიცება საქართველო" მანამდე, დღის განმავლობაში, ბათუმში იგივე მიზეზით უკანონოდ დააკავეს ცხრა აქტივისტი. მზია ამაღლობელს სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. მალევე, ბათუმში დაკავებული ყველა ქალი გაათავისუფლეს. მათ შორის, მზია ამაღლობელიც.
მეორედ, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელთან არ უშვებდნენ ადვოკატს. რამდენიმე საათის განმავლობაში ირღვეოდა მისი უფლება ადვოკატთან კომუნიკაციის ნაწილში. როცა იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. მზია ამაღლობელმა თქვა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
შპს "გაზეთი ბათუმელები" ორ მედიაგამოცემას - "ბათუმელებსა" და "ნეტგაზეთს" აერთიანებს. "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" გამორჩეულად მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც დაარსების დღიდან უშიშრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, თანმიმდევრულად აშუქებენ ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
თავად მზია ამაღლობელი კი, თავისი სამოქალაქო პოზიციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების სამიზნე. საგანგაშოა ისიც, რომ მისი დაკავება სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოტივით მოხდა.
მოვითხოვთ:
1. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ შეისწავლოს, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელის და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მისი უფლებების დარღვევის ფაქტები;
2. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დაისაჯონ მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მასზე ძალადობის განმახორციელებელი პირები, მათ შორის, აჭარის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყდეს ბათუმში ძალადობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები, მათ შორის, მზია ამაღლობელი.
ამაღლობელი პოლიციამ 11 იანვარის საღამოს ბათუმში აქციის მიმდინარეობისას კედელზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავა. მოგვიანებით, ბათუმელების დირექტორი მზია ამაღლობელი ხელწერილით გამოუშვეს და ხელახლა დააკავეს.





