ჩვენ გვაქვს საშუალებები გამოვდეთ ამ იზოლაციიდან, მე მაქვს ეს როლი და ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად, მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან და თქვენ იცით და დღეს, მე ახლა ამას ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით.
თქვენ იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები ინაუგურაციაზე მოწვევის, რომელშიდაც არავინ ფულს არ იხდის, სხვათა შორის, თუ არა და, რომ ყოფილიყო, ალბათ, სხვებსაც ბევრს აქვს ჩემზე მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს ეს თანხები, მაგრამ ეს ხუმრობა დავტოვოთ გვერდზე, მთავარი ისაა, რომ მივდივარ იქ, მექნება მაღალი დონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენ პარტნიორებთან.





