ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ზურაბიშვილი: ეუთო-ს ასამბლეის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი აღაშფოთებს ქართველ ხალხს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი აღაშფოთებს ხალხს, რომელიც 40 ღამის განმავლობაში დგას თბილისის ქუჩებში, გაყალბებულ არჩევნებსა და რუსეთისკენ შეტრიალებას აპროტესტებს.

ასეთი არასწორ დროს შერჩეული ვიზიტი ხელს არ შეუწყობს კრიზისის მოგვარებას, ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია!

წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე

ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა 4 იანვარს თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს აპირებს

კომენტარები