სომხეთ-საქართველოს საზღვარი

სომხეთ-საქართველოს საზღვართან პიროტექნიკის საწყობში ხანძარი გაჩნდა

კადრი სომხურ ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ვიდეოდან

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, ბაგრატაშენის გამშვები პუნქტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა. ცნობების მიხედვით, ცეცხლი პიროტექნიკის საწყობს გაუჩნდა, დაშავდა ორი ადამიანი. 

როგორც რადიო თავისუფლების პროექტი Эхо кавказа და სომხური ტელეგრამ-არხები წერენ, ეს ინფორმაცია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურმაც დაადასტურა.

შეტყობინება ხანძრის შესახებ ტავუშის პროვინციის საგანგებო ვითარებათა მართვის ეროვნულმა ცენტრმა მიიღო.

სომხეთის შსს-ს ცნობით, ხანძარი ჩააქრეს. 

 

კომენტარები