ბელარუსის ხელისუფლებამ სკოლებში სანტა კლაუსი, ინგლისურენოვანი საახალწლო სიმღერები და ნაძვის ხის "დასავლური ტრადიციით გაფორმება" აკრძალა. ამის ნაცვლად კი სკოლებისთვის რუსულ საახალწლო ტრადიციების გამოყენების "რეკომენდაცია" გასცეს.
საახალწლო დღესასწაულების წინ სკოლებისთვის სპეციალური განკარგულება გაიცა, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებების რეპერტუარს განსაზღვრავს.
აკრძალვაში შეეხო ინგლისურენოვან სიმღერებს და დასავლურ მელოდიებს, მაგალითად, Jingle Bells. გარდა ამისა, აიკრძალა სკოლების საახალწლო ღონისძიებებზე სანტა კლაუსის მონაწილეობა, ასევე ნაძვის ხის ისეთი გაფორმება, რომლებიც დასავლურ ტრადიციებთან შეიძლება ასოცირდებოდეს.
ამის სანაცვლოდ, ხელისუფლებამ ბელარუსის განათლების სისტემის ყველა დონეზე რუსული საახალწლო ტრადიციების გამოყენების რეკომენდაცია გასცა.