კობახიძე შაიშმელაშვილზე: ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა

ეს ჩვეულებრივი შარლატანია, არანაირი სერიოზული კომენტარი ამასთან დაკავშირებით. მაღალჩინოსანი არ იყო. გდდ-ში არის 17 სტრუქტურული ერთეული და ამ 17-დან ერთ-ერთში მუშაობდა ეს კაცი. ეს არ იყო მაღალი თანამდებობის პირი. ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა.

ირაკლი კობახიძე გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის გადადგომასა და ქვეყნიდან წასვლაზე.

ირაკლი შაიშმელაშვილმა ნოდარ მელაძის "შაბათის" ანონსში თქვა, რომ ვერ გაუძლო "ვერც ფიზიკურად, ვერც ემოციურად და ვერც მორალურად" იმას, რომ "ჩვენი შვილებისხელა ბავშვებს ქუჩაში, უმოწყალოდ სცემენ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ".

კომენტარები