ზუგდიდი ბიუჯეტი 2025

ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო, ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ახალის" 10 წევრი პარტიას ტოვებს

ფოტო: პარტია "ახალი"

ზუგდიდის 2025 წლის ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო, საკრებულოს ფრაქცია ახალის 10 წევრი პარტიას ტოვებს - ამის ამსახველ დოკუმენტს თავად პარტია ავრცელებს.

დოკუმენტში ფრაქციის წევრები წერენ, რომ ბიუჯეტს მხარი იმის გამო დაუჭირეს, რომ ხელი არ შეეშალათ სხვადასხვა სოციალური პროგრამის ფუნქციონირებისთვის და "ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფრონტაცია" არ დაბრალდებოდათ.

როგორც ახალის 10 წევრი წერს, მათი გადაწყვეტილება შეუთანხმებელი იყო პარტიის პოლიტსაბჭოსტან. მიმართვას ხელს 10 ადამიანი აწერს.

"ვიზიარებთ შეცდომას, რომელიც პოლიტიკურად სრულიად გაუმართლებელია და შესაბამისად, რომ არ დავაზიანოთ პირველ რიგში, საერთო მიზანი, ფრაქციის წევრები, რომლებმაც მხარი დავუჭირეთ ზუგდიდის ბიუჯეტის დამტკიცებას, მივმართავთ პარტია "ახალის" პოლიტიკურ საბჭომ განიხილოს საკითხი ჩვენი პარტიის წევრობის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით." - წერია დოკუმენტში.

კომენტარები