TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ზაქარაძე ამბობს, რომ ახალ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.
"ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რაც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ. პრემიერმინისტრი შეგვპირდა, რომ უმოკლეს ვადებში აუცილებლად გადაიგმება ნაბიჯები, რომ ეს ყველაფერი მორჩეს - რაც ბიზნესს ძალიან ვნებს. ახალ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა [...]
ახლა მე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ. პირდაპირ გეუბნებით, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არაა. მე ვიცი, როგორ ვმართო აეროპორტი, მე პოლიტიკას არ ვაკეთებ, ხალხო, პოლიტიკოსი არ ვარ [...] ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პატიმრები ახალ წლამდე გათავისუფლდებიანო". - თქვა ზაქარაძემ.
დღეს, 23 დეკემბერს, ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინსტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილს შეხვდა.





