რუსული კანონი

კობახიძე რუსულ კანონზე: ძლივს ვნახეთ ევროპელი, რომელიც მზადაა, არგუმენტებით გვესაუბროს

რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს და იმას, თუ რა შეიცვალა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეიცვალა. ერთი პრინციპული რამ შეიცვალა - ძლივს ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ არგუმენტებით გვესაუბროს.

პირველი კაცია, პირველი ევროპელია, რომელიც გვეუბნება, რომ მზად არის დაგვიჯდეს, არგუმენტებით გვესაუბროს ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც ამდენი ხანია ვითხოვთ.

პირველი ევროპელია, რომელიც მზად არის დისკუსიისთვის. აქედან გამომდინარე ამ ღირსეულ კაცს დავუდასტურეთ მზაობა დისკუსიისთვის.

ირაკლი კობახიძე რუსულ კანონზე. 

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მიესალმება "მთავრობის გარანტიებს" უცხოური გავლენის შესახებ კანონის შესწორების თაობაზე.

"ჩვენ ახლა ჩამოვაყალიბებთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ექსპერტთა სამუშაო ჯგუფს, რომელიც გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რათა განხორციელდეს ცვლილებები ამ კანონმდებლობაში" - განაცხადა ბერსემ.

კომენტარები