ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

თქვა, რომ აქ ოცნების ლეგიტიმაციისთვის არ ჩამოსულა - ჯაფარიძე ევროსაბჭოს გენმდივანს შეხვდა

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე თანაგუნდელებთან ერთად თბილისში მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსესა და დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯაფარიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ის აქ ქართული ოცნების ლეგიტიმაციისთვის არ არის, ეს ხაზგასმით თქვა. არამედ, თბილისში ჩამოვიდა იმის გამო, რომ უკვე 25 წელია, საქართველო ევროპული საბჭოს წევრია და ეს ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვაზეა კონცენტრირებული - მთავარი თემები, რომლითაც ეს ორგანიზაცია დაინტერესებულია, არის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. რაც დღეს საქართველოში ხდება, პირველ რიგში, არის სწორედ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა.

მათ ჩვენ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია მივაწოდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველდღიურად და როგორ ხდება ფიზიკური ანგარიშსწორება უდანაშაულო ადამიანების მიმართ". - თქვა ჯაფარიძემ.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში დელეგაციასთან ერთად 17 დეკემბერს ჩამოვიდა, ვიზიტი კი 21 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები