ჩეჩნეთი

ჩეჩნეთში ახალშობილებისთვის "გმირების" სახელის დარქმევისთვის ოჯახები 500 000 რუბლს მიიღებენ

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ინიციატივით, ოჯახები, რომლებიც ახალშობილებს ჩეჩენი "გმირების" სახელებს დაარქმევენ, ჯილდოს სახით 500 000 რუბლს მიიღებენ.

"დავალება გავეცი, წლის ბოლომდე, მოიფიქრონ აქციის ჩატარების თარიღი. მშობლები, რომლებიც ამ კონკრეტულ დღეს ახალშობილს ჩეჩენი გმირის სახელს დაარქმევენ, მიიღებენ 500 000 რუბლს" – წერს კადიროვი.

რუსული სამთავრობო მედიის, RIA Novosti-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერმა რეგიონულ ხელისუფლებას დაავალა ამ ღონისძიებისთვის კონკრეტული თარიღის განსაზღვრა, რაც 2024 წლის დასრულებამდე უნდა ჩატარდეს. 

 

კომენტარები