ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო სექტორსა და დამოუკიდებელ მედიას €230 000-ს გამოუყოფს

ჩეხეთი

ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო სექტორსა და დამოუკიდებელ მედიას გადაუდებელი დახმარების სახით €230 000-ს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩეხეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ჩეხეთი გმობს საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ბოლოდროინდელ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. დღეს, ჩვენ ვამყარებთ ჩვენს ვალდებულებას საქართველოს სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230 000 ევროს ოდენობის გადაუდებელი დახმარების გამოყოფით" – წერია განცხადებაში.

 

კომენტარები