ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მილერი: დამატებით სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც მომდევნო კვირებში გამოვაცხადებთ

ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობითა და იმ ქმედებებით, რომელიც ქართულმა ოცნებამ ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად ჩაიდინა. თქვან ნახეთ, რომ პარასკევს [13 დეკემბერს] 20 ახალი სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ იმ მთავრობასთან დაკავშირებულ პირებზე, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე და ჩვენ სხვა ქმედებებიც გვაქვს, რომელთა შესასრულებლადაც მომდევნო კვირებში ვართ მზად.

[...] ჩვენ არ დაგვიმთავრებია. როგორც განცხადებაში მკაფიოდ გამოვხატეთ, ჩვენ სხვა სანქციებიც გვაქვს, რომელთა გამოცხადებასაც მომდევნო კვირებისთვის ვამზადებთ.

[...] ჩვენ უფრო ცხადები ვერ ვიქნებით, მათ შორის [სახელმწიფო] მდივანი ბლინკენის განცხადებაშიც ორი კვირის წინ და ჩემს მიერ პარასკევს ნათქვამითაც, რომ დამატებით სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც მომდევნო კვირებში გამოვაცხადებთ.

თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები