მმართველი პარტია, ქართული ოცნება ვერ ხედავს, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია. დემოკრატიულ ქვეყნებში ხელახალი არჩევნები ბევრად ნაკლები ხასიათის კრიზის გამოც დაუნიშნავთ. ამის ვერდანახვა, არდანახვა და ჯიუტად იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა ვხედავთ, განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ კონფლიქტის განმუხტვა და ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა არ აინტერესებთ - იმიტომ, რომ ახალი არჩევნები ამ საკითხს მოაგვარებდა და ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანდა. ოღონდ, ამას წინ უნდა უძღვოდეს აქციებზე უკანონოდ დაკავებული ყველა ადამიანის გათავისუფლება.
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება
მაია ფანჯიკიძე: ოცნება ვერ ხედავს, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია
tbl.ge/707o
დაკოპირდა

თქვა საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ TV პირველთან საუბარში.
ამავე თემაზე
- კობახიძე: ჩვენ ევროკავშირს ღია და გამჭვირვალე დიალოგს ვთავაზობთ
- შაჰინი და რიში: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას
- ნიდერლანდების საგარეო აქციების წლისთავზე: ვაღიარებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს
- ნორვეგიის საგარეო აქციების წლისთავზე: უკანონოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ
- მაკკლირი: ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ, საქართველო პუტინის ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზეა




