ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

საქსი იმედის ინტერვიუში: მნიშვნელოვანია, საქართველოს მეზობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს

საუკეთესო სამყარო ღია, მრავალპოლუსიანი სამყაროა, რომელიც მუშაობს გაეროს ქარტიის მიხედვით; სამყარო, რომლის ყველა კუთხე ერთმანეთთან ვაჭრობს და ურთიერთდაკავშირებულია. ხშირად მითქვამს, რომ ჩინეთის ერთი გზისა და ერთი სარტყლის პროექტი ევროკავშირის გლობალური კავშირების მხარდამხარ უნდა მოიაზრებოდეს.

[...]  3+3 ფორმატი გახლავთ თქვენი სამეზობლო და უმნიშვნელოვანესია, რომ მეზობლებთან კარგი ურთიერთობა გქონდეთ. ეს გულისხმობს როგორც სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს, ასევე მეზობლად მყოფ ძლიერ სახელმწიფოებს, რომლებიც სამხრეთ კავკასიის ამ სამი ქვეყნის მეზობლად არიან განლაგებულნი.

[TV იმედის სინქრონული თარგმანი]

ამბობს TV იმედთან ინტერვიუში ჯეფრი საქსი, რომელიც კრემლის პროპაგანდისტული ნარატივების ხშირი გამავრცელებელია.

მანამდე, 18 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო 3+3 ფორმატს შეუერთდებოდა. აღნიშნული ფორმატი გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში "სტაბილურობისა და მშვიდობის" დასამყარებლად.

კომენტარები