ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ლაგოდინსკი: საქართველოს პარლამენტი ცარიელია, იქ არაა ოპოზიცია და არ არსებობს პლურალიზმი

ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის წევრები, მხარს ვუჭერთ მიზანმიმართულ სანქციებს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ამ მიმართულებით ზეწოლა, როგორც ევროკავშირზე, ასევე წევრ ქვეყნებზე, რათა მათ დააწესონ კონკრეტული სანქციები. ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, ვხედავთ თქვენს გამბედაობას და ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ დამატებითი ნაბიჯების გადასადგმელად. [...]

საქართველოს პარლამენტი ახლა ცარიელია, იქ არ არის ოპოზიცია და არანაირი პლურალიზმი არ არსებობს. ვხედავთ მშვიდობიანი და თავისუფალი მოქალაქეების დარბევას. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი იქნება ახალი დასაწყისი.

თქვა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარემ, სერგეი ლაგოდინსკიმ მედიასთან კომენტარისას. მთავარი არხის სინქრონული თარგმანი.

კომენტარები