ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრათ, ჩვენი გუნდი არის ძალიან მყარი თავის გადაწყვეტილებებში და ყველამ ზუსტად იცის, ჩვენმა მოქალაქეებმაც შეუძლიათ იცოდნენ, რომ ამ გუნდის სიმყარე, სიმართლე საკუთარი ქვეყნის წინაშე განაპირობებს იმას, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, ისევე როგორც 16-20 დეკემბრის ძალიან ცუდი მოვლენები დავაზღვიეთ, დავაზღვევთ ყველა რისკს, რაც კი შეიძლება მოდიოდეს იმ ადამიანებისგან, პირთა ჯგუფისგან თუ სხვა ე.წ პოლიტიკური პარტიებისგან, რადგან ამ შემთხვევაში, მე აგენტურაზე მაქვს საუბარი, რომელსაც ისინი გეგმავენ...
... გუნდის ყველა წევრი უერთდება კიდევ ერთხელ, ადასტურებს საერთო გადაწყვეტილების სისწორეს. საქართველოს საპარლამენტი უმრავლესობის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ძალიან მყარია თავის გადაწყვეტილებებში.





