როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის მოვლენების საპასუხოდ, ყველა ზომა განიხილება, ეს ასევე უვიზო რეჟიმის შეჩერებასაც მოიცავს. ვნახავთ, წევრი სახელმწიფოები რას გადაწყვეტენ, არის ვარიანტი, რომ უვიზო რეჟიმი გარკვეული კატეგორიების პასპორტებისთვის შეჩერდეს.
ჩვენ ყოველთვის გვითქვამს, რომ მოსახლეობის დაზიანება არ გვსურს, არ გვინდა, რომ დავსაჯოთ ხალხი, ვინც ევროკავშირის ღირებულებებისადმი თავიანთ ერთგულებას გამოხატავს, ვინც თბილისის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებს, მაგრამ ხელისუფლებაზე, რომელიც ძალადობასა და სისასტიკეზე არის პასუხისმგებელი, ვერ გავჩუმდებით. წევრი სახელმწიფოები ამას ორშაბათს განიხილავენ და, იმედია, უკვე ორშაბათს გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.