საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირთან პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონდა, საქართველოს ასოცირების შეთანხმება შევთავაზეთ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შევთავაზეთ, უვიზო რეჟიმი შევთავაზეთ, საბოლოოდ კი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება, სრულიად შეუსაბამოა ამ ყველაფერთან და პრივილეგირებული ურთიერთობა, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან ჰქონდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, უნდა გადაიხედოს და ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდება. [...]
როცა საქმე სანქციების პოლიტიკას ეხება, ეს ევროკავშირისთვის ძალიან რთულია, რადგან ამისთვის საჭიროა 27 ქვეყნის ერთსულოვნება, თუმცა, რაც ხდება საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში, სანქციებს ცხადად მოითხოვს და ვიცი, რომ მუშაობა სანქციების მოსამზადებლად უკვე მიმდინარეობს, თუ მივაღწევთ ერთსულოვნებას, ეს დამოკიდებულია 27-ივე დედაქალაქზე. ვფიქრობ, იმედი მაქვს, ევროკავშირის ნებისმიერი დედაქალაქისთვის ძალიან რთული იქნება, უგულებელყოს ძალადობისა და სისასტიკის დონე. ვნახოთ, ორშაბათს მიიღებენ თუ არა სანქციებს, მოსამზადებელი სამუშაოები ნამდვილად მიმდინარეობს.