ეს არ არის არც ერთი პოლიციელი, არ არის სპეცრაზმის წარმომადგენელი, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ ასევე, რომ ესენი არ არიან ჩვენი აქტივის წარმომადგენლები.
მინიმუმ ეჭვის დონეზე ვინ რჩება? ვისაც აწყობს არეულობა, ვის აწყობს ახლა სიმშვიდე და ვის აწყობს არეულობა. ეჭვი თუ გინდათ, ოღონდ საფუძვლიანი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მერე ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და ე.წ. "კარწინკები" სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება. მაგრამ თუ 1% დავუშვებთ, რომ მათი გაკეთებული არაა, ვინც ეს გააკეთა, არის მავნებელი.
1%-ით რომ დავუშვათ, რომ ვიღაცამ ვინც ტვ პირველის ჟურნალისტზე შური იძია და თავს დაესხა და ამით ჰგონია, ოცნების ან ხელისუფლების მხარდაჭერის აქტი გამოხატა, პირიქით, მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ მავნებელია, ვინც ნაცების და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს.
უმკაცრესად უნდა დაისაჯონ [თავდამსხმელები]. მეორე, კიდევ რაშია იცი საქმე? შედეგს გეტყვით ახლა, ერთი კვირა მინიმუმ ილაპარაკებენ ამ ფაქტზე, აღარაფერი აღარ იქნება, არც ევროინტეგრაცია დააინტერესებთ და არაფერი დააინტერესებთ. ხომ მივეჩვიეთ ამას, რომ ძალადობის საფარ ქვეშ დაიწყეს ხალხის ბულინგი - ვითომ ძალადობა ვინმეს ინიცირებული იყოს. ამაზე უნდა ვილაპარაკო, ძალიან ცუდი ფაქტი იყო, ის რომ წაქცეულ ადამიანს სახეში ურტყამდნენ წიხლებს, ის, რომ ჟურნალისტს თავს დაესხა ერთ-ერთი სპეცრაზმელი და უკნიდან ჩაარტყა, თუ როგორც იყო - ეს ორი ფაქტი იყო განსაკუთრებით ცუდი სანახავი და ამორალური... მაგრამ ამის გარდა, ახლა გაუთვალისწინებელი, ამორალური ინციდენტი, ეს არის ერთის მხრივ, მავნებლობა, თუ ვინმე ისეთი გაკეთებულია, რაც 1%-ზე ნაკლები შანსია, რომ იყოს და რეალურად, უფრო დიდი და 99%-იანი შანსია, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე, იმიტომ რომ მინიმუმ ერთკვირიანი საქმეები გააკეთეს.





