ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ომბუდსმენი: აქცია იყო მშვიდობიანი, არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი

სპეცრაზმელები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, 2024 წლის 28 აპრილი.
ტაბულა

სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება და აცხადებს, რომ აქცია იყო მშვიდობიანი, არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი.

"სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

საპოლიციო ძალების რუსთაველის გამზირზე აქციას შლიან, სპეცრაზმი და სპეცტექნიკა მობილიზებულია ეროვნულ გალერეასთან და რესპუბლიკის მოედანზე, ძალის გამოყენებით აკავებენ დემონსტრანტებს.

კომენტარები