ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ნაუსედა: მხარს ვუჭერ ევროპულ დონეზე საქართველოსთვის ზოგიერთი სანქციის დაწესების განხილვას

ვგმობთ საქართველოში ზოგი მაღალჩინოსნის ბოლოდროინდელ რიტორიკას ევროინტეგრაციის შესახებ, ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაში მიღებული იყო, როგორც სტრატეგიის პოტენციური ელემენტი. შესაბამისად, ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ეს ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების ნებას. რა თქმა უნდა, ეს გაუგებარია ბალტიისპირეთის სახელმწიფოების, პოლონეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების გადმოსახედიდან. 

ასევე ვგმობთ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას. ეს იყო მიზეზი, რატომაც დააწესეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სანქციები ზოგიერთ მაღალჩინოსანზე, რომლებიც ამგვარ ქმედებებზე პასუხისმგებლები არიან. დიახ, ჩვენ განვიხილავთ დეკემბერში საქართველოში ჩასვლის შესაძლებლობას, ეს ვარიანტი კვლავ ღიაა და მას ასევე პრეზიდენტ დუდასთან ერთად განვიხილავთ. [...]

ვფიქრობ, რაც უფრო ერთსულოვნები ვიქნებით საქართველოსადმი მიდგომაში, ვსაუბრობ არა მხოლოდ აქ წარმოდგენილ ქვეყნებზე, არამედ მთლიანობაში ევროკავშირზე, მით უფრო ეფექტიანად შეგვეძლება ევროპის პოლიტიკის გატარება. ამიტომ ვუჭერ მხარს ზოგიერთი სანქციის განხილვას, რომელიც საქართველოსთვის ევროპულ დონეზე შეიძლება დაწესდეს. თუმცა, ეს დამაჯერებლობის საკითხია. თუ ევროკავშირი საქართველოს მიმართ ზომებს ან სანქციებს გამოაცხადებს და მოგვიანებით ვერ შეძლებს, მათ შესრულებას, რა თქმა უნდა, ეს დამაჯერებლობის დაკარგვა იქნება და ამის არიდება გვსურს. 

მზად ვარ, ეს საკითხი ევროპული საბჭოს შემდეგ შეხვედრაზე წამოვჭრა. 

თქვა ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები