"გვაქვს ამბიციური გეგმა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, გვინდა, რომ მინიმუმ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მოვიზიდოთ" - პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ფონზე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, გაგრძელდება ეკონომიკური ზრდა, შემოვა ინვესტიციები. გვაქვს ამბიციური გეგმა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, გვინდა, რომ მინიმუმ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში. ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება კონსულტაციები პოტენციურ ინვესტორებთან" - თქვა კობახიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროში კარგი მენეჯმენტია და გვყავს ძალიან "ეფექტური" მინისტრი, ლევან დავითაშვილი.
"რყევები იყო აბსოლუტურად მოკლევადიანი, ისევე, როგორც წინა შემთხვევებში. რამდენიმედღიანი რყევა იყო და აისახა ლარის კურსზეც, თუმცა რამდეიმე დღეში დასტაბილურდა" - თქვა პრემიერმა.





