პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო მედიას პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ფორმატში ჩართვას სთავაზობს. კობახიძის თქმით, უცხოური მედია "ნაც-მედიის" მსგავსად მუშაობდა - "სრული სიცრუე, სრული დეზინფორმაცია, სრული სიყალბე და სრულიად ცალმხრივი ინფორმაცია".
"ხედავდით, როგორ ცდილობდა ნაცმედია შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება და რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, ზუსტად იგივე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც - სრული სიცრუე, სრული დეზინფორმაცია, სრული სიყალბე და სრულიად ცალმხრივი ინფორმაცია. მე შემიძლია მარტივად შევთავაზო უცხოურ მედიას ნებისმიერ ფორმატში ჩართვა, ოღონდ ეს უნდა იყოს აუცილებლად ლაივი, პირდაპირი ეთერი. დარწმუნებული ვარ, რომ გამოხმაურება დიდი არ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სიცრუე არის მოდებული მთელ საერთაშორისო მედიას, ეს არის ძალიან სამწუხარო" - თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.





