ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მოლდოვა ქართველი ხალხის გვერდით დგას – მოლდოვის პრემიერი

დორინ რეჩანი
Reuters

მოლდოვის პრემიერმინისტრ დორინ რეჩანის თქმით, მოლდოვა ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ მშვიდობიანი შეკრების უფლებას მხარს უჭერს. 

ამის შესახებ მან 3 დეკემბრის საღამოს X-ზე დაწერა.

"ბოლო 5 დღის განმავლობაში, ვხედავთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიისა და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ. 

მოლდოვა ქართველ ხალხის გვერდით სოლიდარობით დგას. მხარს ვუჭერთ მათ მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და ევროკავშირის ღირებულებებთან თანხვედრაში მყოფი დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას". - წერს რეჩანი. 

28 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს. იმავე საღამოს, თბილისსა და სხვა ქალაქებში თვითორგანიზებული საპროტესტო აქციები დაიწყო. ექვსი დღეა, სპეცრაზმი ძალადობრივად არბევს დემონსტრაციებს და აკავებს მოქალაქეებს. 

კომენტარები