ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

სპეცრაზმმა პარლამენტის წინა ტერიტორია დაიკავა - გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყო. საპოლიციო ძალებმა პარლამენტის წინა ტერიტორია დაიკავეს და ეროვნული გალერეის მიმდებარედ გაჩერდნენ, სადაც გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.

აქციის მონაწილეები რუსთაველის თეატრთან რჩებიან. მედიის კადრების მიხედვით, დღეს პარლამენტთან საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა. სავარაუდოდ დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილეც.

პარლამენტის წინ უკვე მე-6 ღამეა მოქალაქეები იკრიბებიან და ივანიშვილის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასა და აქციების ძალადობრივ დარბევებს აპროტესტებენ.

კომენტარები