პრეზიდენტი: ივანიშვილის პასუხისმგებლობაა, ხალხს მოუსმინოს, ჩემი - მივიდეთ ახალ არჩევნებამდე

დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი რეალურად კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციაში და დახიეს მთლიანად.

რჩება რა? რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რჩება მეორე მხარეს ერთი ადამიანი, რომელმაც მოახდინა სრული უზურპაცია ძალაუფლების ამ ქვეყანაში და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი, ეს არის ივანიშვილი.

ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი გამოსავალი. მისი პასუხისმგებლობა არის, დააბრუნოს მისი რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში, ხალხს მოუსმინოს, ჩემი პასუხისმგებლობაა, წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც წარმოებაში არ მიიღო მისი და ოპოზიციის სარჩელი.

კომენტარები