პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლომ გამოუტანა განაჩენი თავის თავს და ქვეყანას

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოუტანა განაჩენი თავის თავს, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს, რამეთუ ის შანსი, რაც არსებობდა, რომ დავბრუნებულიყავით საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო ჩარჩოში და იმ სიტუაციაში, სადაც ვიყავით არჩევნებამდე...

კითხვა ისმოდა და ისმის ალბათ - რატომ შევიტანეთრაც არის საწყისი ერთი მეორეზე გადაბმული რამაც მიგვიყვანა არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასმაართლო და არა მთელი რიგი იმ ინსტიტურების, დამოკიდებულები ერთპარტიულ წყობაზე, რომელიც დღეს დამკვიდრდა მთლიანად ქვეყანაში.

კითხვა ისმის - რატომ შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, როცა უკვე ვიცოდით, რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა, ამაზე მე უნდა ვაგო პასუხი, რამეთუ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. იმედი თუ ნდობა იმისა, რომ საკონსტიტუციო მიიღებდა ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას, იყო მცირე, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის არსებობს ადამიანების იმედი, მითუმეტეს ამ ქვეყანაში, სადაც არაერთხელ ადამიანებმა გამოაჩინეს ის შინაგანი ძალა, რომ შეიძლება, გადაუდგე იმ მოვლენებს და დადგე როგორც პიროვნება.

და მე სადღაც ჩემში მქონდა იმედი, რომ როცა ადამიანებმა იციან, რომ მათზეა დამოკიდებული ის საშუალება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობას, კონსტიტიციურ წყობას და მერე დაუბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესს... 

მე ვთვლიდი, მჯეროდა, ვიმედოვნედი, რომ სამი ადამიანი მაინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და იქნებოდა მართალი თავისი სინდისის და ქვეყნის წინაშე. შევცდი.

შევცდი და დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი რეალურად კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც ხელოსუფლებამ დანა ჩაარტყა კონსტიტუციაში და დახია მთლიანად.

რჩება რა? რჩება ერთი კონსტიტუციური , ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რჩება მეორე მხარეს ერთი ადამიანი, რომელმაც მოახდინა სრული უზურპაცია ძალაუფლების ამ ქვეყანაში და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი, ეს არის ივანიშვილი.

ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი გამოსავალი. მისი პასუხისმგებლობა არის, დააბრუნოს მისი რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში, ხალხს მოუსმინოს, ჩემი პასუხისმგებლობაა, წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც წარმოებაში არ მიიღო მისი და ოპოზიციის სარჩელი.

კომენტარები