ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

გარუსების წინააღმდეგ - ფედერალისტებმა პროტესტის დამხმარე გაერთიანება შექმნეს

გასული დღეების განმავლობაში, ფედერალისტებმა პროტესტის დამხმარე გაერთიანება შექმნეს. პარტიის ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, გაერთიანებაში ასეულობით მოხალისე შედის და მისი ამოცანაა, დაეხმაროს საპროტესტო პროცესს და მის მონაწილეებს იქამდე, ვიდრე რეჟიმის ცვლილება არ მოხდება.

ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით:

  • ორ-სამ დღეში ჩაირთვება ფედერალისტების ცხელი ხაზი. მოხალისეთა ჯგუფი პროტესტის მონაწილეებს დაეხმარება დაკარგული, დაპატიმრებული, ან დაშავებული მოქალაქეების მოძებნაში. 
  • შეიქმნა სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც პროტესტის მიმდინარეობისას ხუთ ადგილზე იმორიგევებს იმისთვის, რომ ოპერატიული დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულებს სასწრაფოს მისვლამდე. 
  • შეიქმნა ადვოკატების ჯგუფი, რომლებიც უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ დაკავებულებს. 
  • შეიქმნა ანალიზის ჯგუფი - ამ ჯგუფის ამოცანაა რეჟიმის პროპაგანდის მონიტორინგი, ანალიზი და რეაგირების რეკომენდაცია. 
  • შეიქმნა პროდაქშენი, რომლის ამოცანაც არის პროტესტის საინფორმაციო ვიდეო მასალის დამზადება, ძალადობაზე ვიდეომტკიცებულებების მოგროვება, საპროტესტო პლაკატების და კამპანიების დაგეგმვა 
  • შეიქმნა ჯგუფი, რომელიც დაარიგებს საინფორმაციო ლიფლეტებს, გააკრავს საპროტესტო პლაკატებს.

"დღის განმავლობაში ყველა მოხალისე დაემატება შესაბამის ჩეთებს, შესაბამის პლატფორმებზე, მიიღებს შესაბამის რჩევებს და ხვალიდან აქტიურები ვიქნებით. ვისაც გაქვთ სურვილი, ამ ინიციატივას ფინანსურად დაეხმაროთ, ანგარიშის ნომრებს დავდებ.

მიმღები: თამარ ჩერგოლეიშვილი 

(გვიჭიანურებენ პარტიის რეგისტრაციას და ჯერ არ გვაქვს ანგარიში). 

TBC ლარი

#GE04TB1100000311701185

TBC დოლარი 

#GE21TB1100000311070185

TBC ევრო

#GE21TB1100000311070185

დანიშნულება - გარუსების წინააღმდეგ

ვისაც სურვილი გაქვს დარეგისტრირდეთ და ჩვენთან კოორდინაციაში დაეხმაროთ ცვლილებების პროცესს, თანდართული ლინკი შეავსეთ:

https://forms.gle/j8jFEFKSwm3T3dej6" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

28 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს. იმავე საღამოს, თბილისსა და სხვა ქალაქებში თვითორგანიზებული საპროტესტო აქციები დაიწყო. ხუთი დღეა, სპეცრაზმი ძალადობრივად არბევს დემონსტრაციებს და აკავებს მოქალაქეებს. 

კომენტარები