ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა ედება ბრალად

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დარბევის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი - 1987 წელს დაბადებული თ.ზ. დააკავეს". – წერია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. 

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით გამოძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ამ დროისთვის 5 პირია დაკავებული.

კომენტარები