30 ნოემბრის აქციაზე სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი ზვიად მაისაშვილი ამბობს გავრცელებული ვიდეოკადრების გადაღების მომენტში უკვე გათიშული იყო. მას სპეცრაზმელები ფიზიკურად მანამდეც გაუსწორდნენ, რა დროსაც გონება დაკარგა.
"ერთი პოლიციელი შემხვდა, რომელმაც დამარტყა და დამაგდო ძირს, მერე გარშემო ყველა მხრიდან პოლიციელი მირტყამდნენ, რომელიც კადრებში არ ჩანდა ეგ მომენტი, მაგ მომენტში გავითიშე როცა მირტყამდნენ. კადრებში რაც ჩანს მაგ მომენტში უკვე გათიშული ვიყავი. რომ ვდგები ძირს ეგ მომენტი საერთოდ არ მახსოვს. უცებ კიდე მირტყამს ის პოლიციელი ჯერ ქუსლს მირტყამს ერთი და მერე მეორე კიდე მირტყამს.
როგორ უნდა გააკეთო ადამიანმა ეგ არ ვიცი, იქ ხო იმისთვის ხარ რომ აქცია დაარბიო და რაღაც წინააღმდეგობა თუ არის ის დაშალო, მაგრამ როდესაც ძირს გდია ადამიანი და გათიშულია და ისედაც წინააღმდეგობას ვერ გიწევს და კიდე რო ფეხს ურტყამ... მაგ ადამიანებს ვეტყოდი, რომ ჯობია წარმოიდგინონ თავის თავი სხვა ადამიანების ადგილზე, და უფრო კარგად მოიქცნენ ხოლმე შემდეგში, მაგრამ არა მგონია რამე ეშველოთ. აქციაზე ყოველთვის დავდიოდი და ახლაც არ ვაპირებ, რომ დამარტყეს მაგის გამო გავჩერდე" - ამბობს ზვიად მაისაშვილი TV პირველთან





