რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტი, თამთა ჩიტიშვილი დაშავდა.
ჟურნალისტმა დაზიანება ფეხის არეში მიიღო და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ახლა ვარ უკეთ. ვყლაპე გაზი, მანამდე კი დამიზიანდა ფეხი, არ ვიცი ზუსტად რა იყო, ასაფეთქებელი ფეხთან არ მქონია, უბრალოდ მომხვდა ფეხში და ჩავიკეცე. რა იყო ზუსტად ვერ გეტყვით, შესაძლოა ერთი ნაკერი დამჭირდეს, ჭრილობა შედარებით ღრმა არის" – ამბობს ჩიტიშვილი.
მოქალაქეები უკვე მეოთხე დღეა ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას აპროტესტებენ. საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და სხვა სპეციალურ საშუალებებს იყენებენ.





