სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებსა და მშობლებს მოუწოდებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მყოფი ბავშვები მოარიდონ საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების არეალს.
"საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საპროტესტო აქციაზე მყოფი არასრულწლოვანების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, სასწრაფოდ მოარიდონ ბავშვები საპოლიციო ოპერაციის განხორციელების არეალს, რათა არ დაზიანდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას", - ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.
"მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები", - წერდა შსს.
პარლამენტთან მოქალაქეები ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას აპროტესტებენ. საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და სხვა სპეციალურ საშუალებებს იყენებენ