ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სახლში გამოვეწერე პირადი ხელწერილით, მაქვს ექვსი ნაკერი და მაქვს ტვინის შერყევა და წოლითი რეჟიმი 10 დღის განმავლობაში, მაგრამ ათი დღე ალბათ არ დავწვები, აუცილებლად გავალ აქციაზე, როგორც კი ამის ფიზიკური შესაძლებლობა მექნება, დავდგები იქ, სადაც იწერება ამ ქვეყნის ისტორია და შევასრულებ ჩემს მოვალეობას.
გავაშუქებ ამ აქციას აუცილებლად ისევ ისე, როგორც ვაშუქებდი, იმიტომ, რომ, არავის არ ეშინია არც ამათი რობოკოპების, არც ამათი კრიმინალური და საპატრულო პოლიციის, საერთოდ არცერთი დანაყოფის და მითუმეტეს, იმ სუს-ის ტიტუშკების, რომლებიც მაგ აქციებზე დაძრწიან.





