ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ესტონეთის საგარეო: მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა ქართველ დიპლომატსა თუ საჯარო მოხელეს

ესტონეთის დროშა
Shutterstock

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ დიპლომატებსა და საჯარო მოხელეებს, რომლებიც ევროინტეგრაციაზე მუშაობდნენ, სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ სამინისტრო X-ზე წერს.

"მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ქართველ დიპლომატსა თუ სხვა საჯარო მოხელეს, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციაზე დაუღალავად შრომობდნენ და ახლა ხედავენ, თუ როგორ ართმევენ მათი შრომის ნაყოფს". - წერია განცხადებაში.

კომენტარები