ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

თინათინ ბერძენიშვილი აქციის მონაწილეებს 20:00 საათზე ეთერის დათმობას დაპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი აქციის მონაწილეებს 20:00 საათზე ეთერის დათმობას დაპირდა.

ამასთან, ბერძენიშვილის თქმით, პირველი არხის ჟურნალისტები და ოპერატორები მიმდინარე მოვლენებს ყოველდღიურად აშუქებენ და პირდაპირ ეთერს უთმობენ.

"გავიგე თქვენი განცხადება, მოწოდება! ორივე ღამეა პირდაპირ ეთერში ვართ და დეტალურად ვაჩვენებთ იმას, რაც იყო. ძალადობის დაგმობაზე გვქონდა განცხადება. დანარჩენს რაც შეეხება, მივიღეთ თქვენი მოთხოვნები. დავგეგმავთ ეთერს. ჩვენი თანამშრომლები ხელშეუხებლები არიან". - თქვა თინათინ ბერძენიშვილმა.

კომენტარები