პაპუაშვილი: ტენდენციები არის, რომ ევროინტეგრაცია აქციონ ევროისტერიად

ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ევროინტეგრაცია იქცა იარაღად განხეთქილებისა, პოლარიზაციისა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისა.

ეს დაინახა ჩვენმა მოსახლეობამ, რაზეც ჰქონდა კრიტიკული შეფასებები და რასაც ვუპასუხეთ საარჩევნო კამპანიისას და სწორედ ეს გახდა დღევანდელი განცხადების საფუძველიც. 

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაშინ როცა კანდიდატის სტატუსზე იყო საუბარი, 2022 წლის ივნისშო აბსოლუტურად აუხსნელად არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი [...]

[...]  ნახეთ, რომ ეს იყო გამოყენებული ინსტრუმენტად განხეთქილების, პოლარიზაციის და და ახალი რაღაც რევოლუციური ტალღების ორგანიზების, ოყო ინსტრუმენტი წელიწადნახევრის განმავლობაში იმისთვის, რომ ზოგიერთ ძალებს, შიგნით თუ გარეთ ამ კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების თემის მანიპულაციით ზეგავლენა მოეხდინათ ქართველი ხალხის ნებაზე.

მაშინაც მტკიცედ დავდექით, ერთი მხრივ, შევასრულეთ ის ვალდებულებები, რაც გვქონდა, თუმცა, მეორე მხრივ, არ ავყევით იმ პროვოკაციულ მოწოდებებს, რომლებიც გვესმოდა პარალელურად... 

[...] ჩვენ მტკიცედ დავდექით, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და სწორედ მას სემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, დაიწყო მეორე ეტაპი, როდესაც უკვე მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხი იქცა მანიპულაციის ინსტრუმენტად. სამწუხაროდ, ხედავთ ოპოზიციიის და მათი მოკავშირე ენჯეოების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, სამწუხაროდ ტენდენციები არის, რომ ევროინტეგრაცია აქციონ ევროისტერიად და ამას ვაკვირდებით რამდენი ხანია ჩვენი ოპონენტების სახით...

... მინდა, ყველას შევახსენო, როდესაც ვსაუბრობთ მოლაპარაკებებზე, სხვადასხვა ეტაპის დროს და დღეს პრემიერმაც თქვა, რომ მნიშვნელოვანია არა ის, როდის გაიხსნება მოლაპარაკებები, არამედ, როდის დასრულდება, ჩვენ ზუსტად ამ გეგმით ვმოძრაობთ და ზუსტად ეს იყო სამთავრობო პროგრამის ნაწილი, რომ 2028 წელს ჩვენ გვექნება ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული, რის შედეგადაც, 2030 წელს ჩვენ ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პირველი არხის ეთერში, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერებაზე.

კომენტარები