საქართველო-ევროკავშირი

ფიშერი: რაც უფრო შორდებით EU-ს, მით უფრო ნაკლებ შეღავათიან სესხს მოგცემთ, ბუნების კანონია

შევამჩნიე, რომ საქართველოში ამბობენ - "ჩვენ გვაქვს ასეთი ეკონომიკური ზრდის ტემპები, უფრო მაღალი, ვიდრე საძაგელ ევროპელებს, გერმანელებს საერთოდ არ აქვთ ეკონომიკური ზრდა, ქართველებს კი, 10%-იანი ზრდა გვაქვს". ეს არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან, ასეთი ტიპის მოგება არ გრძელდება. 

ვხედავ უამრავ სტრუქტურულ პრობლემას, ვხედავ გამოწვევას ლარის ღირებულებასთან დაკავშირებით, ვხედავ საფონდო ბირჟებზე განთავსებული ქართული კომპაიების აქციების ფასის რყევას,

ვფიქრობ, თქვენი სახელმწიფო ვალის შედარებით მაღალი წილი შეღავათიან სესხებშია, რაც უფრო შორდებით ევროკავშირს, მით უფრო ნაკლებ შეღავათიან სესხებს მოგცემთ, ეს ბუნების კანონია, ასე რომ თქვენ თავად მოგიწევთ ამის რეფინანსირება...

... ასევე ვხედავ დიდ პრობლემას საქართველოს ეკონომიკისთვის და ვერ ვხედავ, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას ქვეყანა, ეს არის ახალგაზრდების ემიგრაცია. 2018-2019 წლიდან იმდენმა ახალგაზრდამ დატოვა საქართველო და სხვათაშორის, ევროკავშირის ქვეყნებში გაემგზავრა, ეს ახალგაზრდები თქვენი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 3%-ია, ახლაც მესმის ბევრი ახალგაზრდისგან, რომ თუ გადაწყდება, რომ საქართველო ევროკავშირს უფრო დაშორდება, დარჩება მხოლოდ ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში და აღარ გაყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მაშინ ისიც დატოვებს აქაურობას, ბევრი ახალგაზრდისგან მესმის ეს.

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი BMG-ის გადაცემის, საქმიანი დილის ეთერში.

კომენტარები