რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Le Monde: რამდენიმე ევროპული ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერი, კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი
LUDOVIC MARIN / VIA REUTERS

ფრანგული გამოცემა Le Monde-ის ინფორმაციით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს.

გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარების ან კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლების გაგზავნის შესაძლებლობაზე დისკუსიები განახლდა.

Le Monde აღნიშნავს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში აშშ-ში დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ დაბრუნდა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის შეჩერებას განიხილავს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ დისკუსია გასული წლის თებერვალში ემანუელ მაკრონმა გახსნა, თუმცა, მის ინიციატივას ევროპული ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობა ჰქონდა. წყარო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, ეს თემა არ დახურულა და დიდი ბრიტანეთის პრემიერის საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ დისკუსია კვლავ განახლდა.

როგორც Le Monde წერს, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ევროპაში მოკავშირეთა დამრტყმელი ძალების შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებაზე.

კომენტარები