ვიდეო თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Riot Games-ისა და Netflix-ის საერთო საერთო სერიალი ARCANE ყველაზე ძვირადღირებული ანიმაციური სერიალი გახდა. ინფორმაციას გამომცემლობა Variety ავრცელებს. ონლაინ გამოცემის ცნობით, სერიალის ორ სეზონს, რომელშიც სულ 18 სერიაა, ჯამში 250 მილიონი დოლარის ბიუჯეტი ჰქონდა.
ARCANE-ის სიუჟეტი ვიდეო თამაშ League of Legends-სგან არის ადაპტირებული და მეორე სეზონი 2024 წლის ნოემბერში გამოვიდა. პირველი სეზონი მრავალი ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორის 4 ემის.
"ARCANE ყოველთვის პირველ ნაბიჯად იყო მიჩნეული. [...] ახლა ჩვენ შემდგომ პროექტებზე ვმუშაობთ" - თქვა სერიალის ერთ-ერთმა შემქმნელმა, კრისტიან ლინკმა Collider-თან ინტერვიუში. სავარაუდოა, რომ მომდევნო პროექტები კვლავ League of Legends-ის სამყაროში განვითარდება.





