შეწყალება

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

AP

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

"6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს" - წერია ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები