პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ონლაინმედიის წარმომადგენლების პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე არშეშვება იმისთვის არის, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს სხდომა.
"ეს ზომები არის იმისთვის, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს სხდომა, მათ შორის მედიასაც გქონდეთ შესაძლებლობა, რომ იმუშაოთ შეფერხების გარეშე. 2020 წლის პირველი სხდომა, ალბათ, გახსოვთ, მაშინ აშშ-ს ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან, ამიტომ, ვფიქრობ, კარგი ფორმატი არის იმისთვის, რომ გვქონდეს სამუშაო გარემო" - თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა უსაფრთხოების ყვითელი დონე აამოქმედა, ონლაინმედიებს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე კვლავ არ შეუშვებენ.





