2025 წლის პირველი იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დარიცხული ხელფასი 16 250 ლარი იქნება. სამეურვეო საბჭოს 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თინათინ ბერძენიშვილთან 2020 წლის 25 სექტემბერს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა. ინფორმაცია თავდაპირველად მედიაჩეკერმა გაავრცელა.
თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად სამეურვეო საბჭომ 2020 წლის 25 სექტემბერს 6 წლის ვადით აირჩია. 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საბჭომ მაუწყებლის გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურებად 12 500 ლარი განსაზღვრა.
იქამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გენერალური დირექტორის ხელზე ასაღები თანხა 4 000 ლარი იყო.